დიოკნისის საჯარო სკოლის
გეოგრაფიის კლუბი ,,ნორჩი ბუნების დამცველი“
ჩვენი სლოგანია „კითხვით გააქრე კითხვები“.
ჩვენი სლოგანია „კითხვით გააქრე კითხვები“.
განაცხადი საკლუბო მუშაობის შესახებ
სსიპ ხულოს
მუნიციპალიტეტის
სოფელ დიოკნისის
საჯარო სკოლის დირექტორს
ბატონ რევაზ ძირკვაძეს
ამავე სკოლის დაწყებითების პედაგოგის
ლიანა ძირკვაძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისიდან დიოკნისის საჯარო
სკოლაში შეიქმნა
გეოგრაფიის წრსახელწოდებით ,,ნორჩი ბუნების დამცველი“.
წრის მუშაობის
მიზანია მოსწავლეებში ბუნების დაცვის აზროვნების განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და ანალიზის, ასევე არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობის, სხვისი აზრის გაზიარების და პატივისცემის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
მოსწავლეებს გაუღვივდებათ გეოგრაფიის საგნისადმი სიყვარული, არაფორმალური განათლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები გეოგრაფიაში მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სხვა საგნის სწავლებისას.
გთხოვთ დამრთოთ ნება განვახორციელო აღნიშნული საქმიანობა.
განმცხადებელი:
ლიანა ძირკვაძე
თარიღი: 2. 10. 2019 წ.
წესდება
1.2 კლუბი დაფუძნებულია ერთი სასწავლო წლის ვადით.
1.3 კლუბს აქვს სახელწოდება, ლოგო.
1.4 კლუბის იურიდიული მისამართი: საქართველო. ხულო დიოკნისის საჯარო სკოლა.
2. კლუბში გაწევრიანება :
2.1 კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია;
2.2 კლუბის წევრი შეიძლება გახდეს სკოლის 1-4
კლასის მოსწავლე, რომელიც იზიარებს კლუბის მიზნებს.
2.3 კლუბის წევრობის მსურველმა უნდა მიმართოს კლუბს წერილობითი ფორმით (განცხადებით).
2.4 კლუბში გაწევრიანებაზე გადაწყეტილება მიიღება კლუბის ლიდერის მიერ, სკოლის გეოგრაფიის პედაგოგთან შეთანხმებით.
2.5 კლუბის წევრს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია კლუბისა და მისი საქმიანობის
თაობაზე.
2.6 კლუბის წევრი ვალდებულია მიიღოს მონაწილეობა კლუბის საქმიანობაში, დაიცვას წესდების მოთხოვნები,შეასრულოს დავალებები და კლუბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
2.7 კლუბის წევრებს ეკრძალება იმოქმედონ ორგანიზაციის სახელით კლუბთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე.
2.8 კლუბი პასუხისმგებელია მისი წევრის მხოლოდ იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია კლუბის საქმიანობასთან.
2.9 კლუბის წევრს უფლებამოსილება უწყდება პირადი განცხადების საფუძველზე, ასევე კლუბის საერთო კრების გადაწყვეტილებით როდესაც მისი საქმიანობა ეწინააღმდეგება კლუბის მიზნებს და უხეშად არღვევს აღნიშნული წესდების დებულებებს და კლუბის არსებობის ვადის გასვლის
შემდეგ.
3. კლუბის სტრუქტურა, მართვა და გადაწყვეტილებების მიღება:
3.1 კლუბი შედგება კლუბის წევრებისგან, რომელთა რაოდენობაა არაუმეტეს თხუთმეტი მოსწავლისა;
3.2 კლუბს შეიძლება ჰყავდეს ლიდერი,რომლის უფლებამოსილებაა უხელმძღვანელოს კლუბის საქმიანობას, ერთპიროვნულად წარმოადგინოს კლუბი მესამე პირთან/პირებთან ურთიერთობისას, უხელმძღვანელოს კლუბის მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას, განაგოს კლუბის ქონება, დანიშნოს და გაათავისუფლოს კლუბის წევრები, დანიშნოს კლუბის წევრებისაგან ერთ-ერთი მოადგილედ, გაანაწილოს ფუნქიები, მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები საწესდებო მიზნების მისაღწევად.
3.3 ხელმძღვანელი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ხელმძღვანელობს კლუბის
საქმიანობას, ერთპიროვნულად.
3.4 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია ხმათა უმრავლესობით: დამტკიცოს სამოქმედო გეგმა, დაამტკიცოს კლუბის წესდება, აირჩიოს ან ვადაზე ადრე გადააყენოს თავმჯდომარე.
3.5 კლუბის ლიდერი ირჩევა 8 თვის ვადით.
4. კლუბის მუშაობა
4.1 კლუბი იკრიბება არანაკლებ თვეში ოთხჯერ, გარდა არდადეგების პერიოდისა;
4.2 კლუბის საერთო კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა არანაკლებ 3/4
;
5. დასკვნითი დებულება:
6.1 წესდება ძალაში შედის კლუბის საერთო კრების ოქმის დამოწმების დღიდან.
6.2 ამ წესდებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ საერთო კრების
გადაწყვეტილებით.
შესრულებული სამუშაოები
I სამუშაო შეხვედრა
რიცხვი:19.10.2019.
პირველი სამუშაო შეხვედრა
მოეწყო 19.10.2018 .მსურველი მოსწავლეები გამოცხადნენ .სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით 15კლუბის წევრია.მოსწავლეებს გავაცანი კლუბის კონცეფცია,დავურიგე მათ კლუბის კონცეფცია,გეგმა , წესდება და ვთხოვე გეგმაში
შეეტანათ ცვლილებები მათი ინტერესის გათვალისწინებით ,შევიმუშავეთ ქცევის წესები სამოქმედო გეგმა.ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე.ვთხოვე კლუბის ლოგოს შემუშავებ მოსწავლეებმა შეავსეს ბარათები:რა ვიცი ბუნების შესახებ და რა მინდა ვიცოდე. გქონდა საუბარი თემაზე:"თანამედროვე ახალგაზრდა და ბუნება".
ბოლოს კლუბის წევრებმა "მოლოდინების ხე" შეავსეს,სადაც გამოხატეს მათი ინტერესი და სიყვარული ბუმნების მიმართ.
II სამუშაო შეხვედრა
რიცხვი:26.10.2019
მინი ლექციები ჩატარდა მე-4 კლასის კლუბის მოსწავლეების მიერ მე- კერძოდ შავი ზღვის ფლორასა და ფაუნაზე აღნიშნული ნახატები განთავსებული არის კლუბის პრეზენტაციების ფანჯარაზე.
ჩატარდა მოსამზადებელი სამუშაოები შავი ზღვის სანაპიროს დაცვასთან დაკავშირებით თუ რა შეგვიძლია
ჩვენ ვაკეთოთ ის როცა ზაფხულში მშობლები
წაგვიყვანენ არ დავანაგვიანოთ პლაჟი.
III სამუშაო შეხვედრა
რიცხვი:02.11.2019წ.
მონაწილეობის მიღება შავი ზღვის დაცვის დღესთან
დაკავშირებით:
ეს სამუშაო იყო გასვლითი,
კერძოდ მიმდებარე სკოლის ტერიტორიაზე. წევრებმა დაასუფთავეს შავი ზღვის
სანაპირო პედაგოგებთან ერთად.
IV სამუშაო შეხვედრა
რიცხვი: 16.11 .2019წ.
სამუშაოზე შეხვედრაზე მოსწავლეებმა მოიტანეს დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქის რუკები. კლუბის წევრებმა განიხილეს აღნიშნული
რუკები და შეიტანეს შესწორებები.შესწორებული რუკები განთავსებულია გალერეის
ფანჯარაში.
კლუბის წევრებს შემდეგი
შეხვედრისათვის მიეცათ დავალება ატლასების-
რუკის შესახებ.
V სამუშაო შეხვედრა
რიცხვი: 30.11.2019/წ.
სამუშაო შეხვედრაზე მოსწავლეებმა განიხილეს ადგილის
გეგმა და ტოპოგრაფიული რუკა.კლუბის წევრებმა მოამზადეს პრეზენტაცი რუკის
შესახებ.წარმოადგინეს ამოცანები რუკის შესახებ და ადგილზე განიხილეს დავალებები კლუბის
წევრებს შემდეგი შეხვედრისათვის მიეცათ დავალება (გეგმა სახლიდან -
სკოლისაკენ).
VI-VII სამუშაო შეხვედრა
რიცხვი:
07-14.12.2019წ.
სამუშაო
შეხვედრებზე მოსწავლეებმა განიხილეს შემდეგი საკითხები: ადგილის გეგმის შექმნა (VI
სამუშაო) და გეგმა "სახლიდან სკოლისაკენ"(VII სამუშაო).
VII
სამუშაო შეხვედრაზე თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინა გეგმა "სახლიდან
სკოლისაკენ".
ფოტოები განთავსებული
გალერეის ფანჯარაში.
კლუბის წევრებს შემდეგი შეხვედრისათვის მიეცათ დავალება პოლიტიკური რუკის შესწავლა(ჩრ. და სამხ. ამერიკა).
კლუბის წევრებს შემდეგი შეხვედრისათვის მიეცათ დავალება პოლიტიკური რუკის შესწავლა(ჩრ. და სამხ. ამერიკა).
რიცხვი:1.12.2018წ.
კლუბის
მონიტორინგი და მასალის განთავსება კლუბის ბლოგზე.
ამით
დასრულდა I სემესტრის სამუშაო შეხვედრები.
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის
დიოკნისის საჯარო სკოლის
კლუბის კურატორს ლიანა ძირკვაძეს
ამავე სკოლის ---- კლასის მოსწავლე
--------------------------------------------
მშობლის ----------------------------------------
გ ა ნ ა ც ხ ა დ ი
გთხოვთ, ჩემი შვილი, სსიპ ---------------------------- საჯარო სკოლის --- კლასის მოსწავლე --------------------------------- გააწევრიანოთ ამავე სკოლაში შექმნილ ------------------------- კლუბში.
პატივისცემით,
განმცხადებელი:
თარიღი:
Комментариев нет:
Отправить комментарий