დაწყებითი კლასების წრე

საწრეო  მუშაობა
,,ნორჩი მათემატიკოსი“
საგანი:  დაწყებითი
სამიზნე ჯგუფი: დაწყებითი საფეხურის  III -I Vკლასის  მოსწავლეები
წრის  ხელმძღვანელი:  ლიანა ძირკვაძე

მიზანი:  მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და ანალიზის, ასევე არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობის, სხვისი აზრის გაზიარების და პატივისცემის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.

აქტუალურობა: მოსწავლეებს გაუღვივდებათ მათემატიკის საგნისადმი სიყვარული, არაფორმალური განათლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები მათემატიკაში მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სხვა საგნის სწავლებისას.
წრის  დანიშნულებაა გააღრმავოს  და  განამტკიცოს მათემატიკური  ცოდნა,გააუმჯობესოს  აკადემიური  მიღწევები.აამაღლოს  მოსწავლეების  ინტერესი და მოტივაცია, გამოავლინოს მათი  უნარ-ჩვევები.წრის  მუშაობა ხელს  შეუწყობს მოსწავლეებს  გაამთლიანონ  და  გაამყარონ ცოდნა, რომელიც  შეიძინეს III კლასში.  IVკლასში მოსწავლემ უნდა შეძლოს  მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა, შედარება , მათზე არითმეტიკული მოქმედებების განხორციელება,  ამოიცნოს და დაახასიათოს სივრცული გეომეტრიული ფიგურები,  გამოუმუშავდეს მარტივი ამოცანის ამოხსნის უნარი, იპოვოს უცნობი შესაკრები, საკლები და მაკლები. შეძლოს ლოგიკური ამოცანების ამოხსნა.
თემატიკა: ნატურალური და რომაული რიცხვები; ნატურალური რიცხვების შეკრება და გამოკლება, გამრავლება და გაყოფა; ამოცანები, ამოცანების ამოხსნის ხერხები; სივრცული ფიგურები.
საწრეო მუშაობის პროგრამა: მოიცავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებს.
სასწავლორესურსები: საწერი  ფურცელი,  კალამი,  დაფა,  ფერადი  ცარცი, კომპიუტერი, 
მაგნიტური  დაფა,  სახელმძღვანელო, პლაკატები.
აღწერა: მასწავლებელი არეგისტრირებს მუშაობაში მსურველ ბავშვებს, მათ მშობლებს გააცნობს 
წრის მუშაობის  მიზანს,  შეხვედრების  განრიგს.  მასწავლებელი  მშობლებს ინდივიდუალურად  დაურიგებს წინასწარ გამზადებულ ბარათებს და სთხოვს შეავსონ კითხვარი, თუ რა მოლოდინი 
აქვთ წრის  მუშაობის პროცესში.

  მათემატიკის წრის  შექმნის შემდეგ მშობელებს შევავსებინე კითხვარი თუ რა მოლოდინი ექნებოდათ წრის მუშაობის შესახებ,რის   საფუძველზეც გავაერთიანე მოსწავლეები მოცემულ წრეში.


შესაბამისობა  ესგ-გათვალისწინებულ  შედეგებთან:
მათ.დაწყ.(I).1მოსწავლეუნდაფლობდესდაიყენებდესრიცხვისცნებასდარიცხვისწარმოდგენისსაშუალებებს; მოსწავლემუნდაშეძლოსრიცხვებისშედარებადაკლასიფიცირება.
მათ.დაწყ.(I).2მოსწავლემუნდაშეძლოსძირითადიარითმეტიკულიოპერაციებისშესრულებარიცხვებზე.
მათ.დაწყ.(I).3მოსწავლემ უნდა შეძლოსნატურალურრიცხვებზემოქმედებისშედეგისმიახლოებითშეფასებადარიცხვებისდამრგვალება.
მათ.დაწყ.(I).12 მოსწავლემ უნდა შეძლოს თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა ინტერპრეტაცია და ელემენტარული ანალიზი.
მათ.დაწყ.(I).13მოსწავლემ უნდა შეძლოსყოველდღიურიცხოვრებიდანანბუნებისმეტყველებისდარგებიდანმომდინარემარტივიამოცანებისამოხსნა.
მოსალოდნელი შედეგი:კითხულობს და ასახელებს რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგენს რიცხვს სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით; ადარებს და ალაგებს რიცხვებს ზრდის ან კლების მიხედვით; ამრგვალებს, ასახელებს წინა/მომდევნო რიცხვს ნებისმიერი ოთხნიშნა ან ხუთნიშნა რიცხვისათვის; ასრულებს მოქმედებებს 4/5-ნიშნა რიცხვებში სხვადასხვა ხერხით; ამოიცნობს და ასახელებს მთელის ნახევარ/მესამედ/მეოთხედ ნაწილებს სხვადასხვა მოდელზე; აკავშირებს და გამოსახავს სიდიდეებს სხვადასხვა ერთეულებში; ამარტივებს და ხსნის რიცხვით გამოსახულებებს; პოულობს შეკრების, გამოკლების გამრავლებისა და გაყოფის შემცველი ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობას; ამოცანის ამოხსნისას განასხვავებს საჭირო და ზედმეტ მონაცემს; ადარებს და აჯგუფებს სივრცულ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით; ახდენს ორ ობიექტს შორის მანძილის შეფასებას სტანდარტულ ერთეულებში, ზომავს და ადარებს თავის ვარაუდს; ამოკრებს საჭირო მონაცემებს მოწესრიგებული მონაცემების შესაფერისი კატეგორიებიდან; მოცემულ თემასთან დაკავშირებით სვამს რამოდენიმე ალტერნატიულ არჩევანის მომცველ კითხვებს და ამ კითხვების საშუალებით მოიპოვებს საჭირო მონაცემებს; აღწერს და განმარტავს სვეტოვანი დიაგრამის სახით წარმოდგენილ მონაცემებს სიტყვიერად და წერილობით.
წრის  მუშაობაში  ჩართული  პირები:  მოსწავლეთა  მშობლები, დაწყებითი განათლების  მასწავლებელი და  მოსწავლეები.
მოსწავლეთა  ასაკი:  8–9წლის
დრო: წრისმუშაობაგანხორციელდება 2018-2019 სასწავლოწელს I სემესტრისგანმავლობაში, კვირაში  ერთხელ,  ხუთშაბათს 13:00  საათიდან  14:00საათამდე 



წრის  მეცადინეობის  გეგმა
III-IVკლასი
2018 -2019 სასწავლო  წელი
მეცადინეობა  ჩატარდება  ორ კვირაში  ერთხელ ხუთშაბათ დღეს.

N
თარიღი
თემის  დასახელება
საათების  რაოდენობა
I სემესტრი
1
4.10.2018
მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერა, წაკითხვა, შედარება , მათზე არითმეტიკული მოქმედებების განხორციელება.
1
2
18.10.2018
ამოიცნობენ და ახასიათებენ სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს,  რათა გამოუმუშავდეთ მარტივი ამოცანის ამოხსნის უნარი .
1
3
7.11.2018
შეჯიბრების მოწყობა  მრავალნიშნა რიცხვების ჩაწერაში.

4
21.11.2018
 მუშაობა დამრგვალებაზე, ასახელებენ წინა/მომდევნო რიცხვს ნებისმიერი ოთხნიშნა ან ხუთნიშნა რიცხვისათვის; ასრულებენ მოქმედებებს 4/5-ნიშნა რიცხვებში სხვადასხვა ხერხით; ამოიცნობენ და ასახელებს მთელის ნახევარ/მესამედ/მეოთხედ ნაწილებს სხვადასხვა მოდელზე;

5
6.12.2018
კონკურსის მოწყობა  ამოცანების ამოხსნაში „ვინ უფრო სწრაფია „

6
20.11.2018
გამოვლენილი გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება


წრის  ხელმძღვანელი -ლიანა ძირკვაძე
2018- 2019 სასწავლო წელი


ხელშეკრულება N–1

ს.დიოკნისი                                                                                     „4“   ოქტომბერი 2018 წ.

ერთი მხრივ, სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტი დიოკნისის საჯარო სკოლა (შემდგომში სკოლა),  წარმოდგენილი მისი დირექტორის რევაზ ძირკვაძის სახით და  მეორე მხრივ, ლიანა შანთაძის (შემდგომში მასწავლებელი),  ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1. ხელშეკრულება არეგულირებს სკოლასა და მასწავლებელს შორის წარმოშობილ  ურთიერთობებს.
1.2. ხელშეკრულება ეფუძნება  მოქმედ კანონმდებლობას.
1.3. ხელშეკრულება დადებულია მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად. 

მუხლი 2. ხელშეკრულების საგანი
                                                                                                                  
წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდებასსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში შექმნილი უფასო საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების გაწევის მიზნით შექმნილი მათემატიკის  წრის ფუნქციონირება და სწავლება.

მუხლი 3.  ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1.  სკოლა ვალდებულია:
1.1. მასწავლებელს შეუქმნას მუშაობისათვის აუცილებელი პირობები;
1.2. ხელი შეუწყოს მათემატიკის   წრის მასწავლებელს მუშაობაში;
1.3. კონტროლი გაუწიოს მასწავლებლის მიერ გაწეული სამუშაოს სრულყოფილ შესრულებას.
1.4. მასწავლებელი უზრუნველყოს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოთ.
1.5. მასწავლებელი უზრუნველყოს სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო გარემოთი.
2.    სკოლა უფლებამოსილია:
2.1.   მოსთხოვოს მასწავლებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;
2.2.   კონტროლი გაუწიოს მასწავლებლის მიერ გაწეული სამუშაოს შესრულებას;
2.3.   მასწავლებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.
3. მასწავლებელი ვალდებულია:
3.1.  იზრუნოს სკოლის განვითარებაზე;
3.2. მოსწავლის მიერ გაკვეთილის გაცდენის ან გაკვეთილზე დაგვიანების შესახებ აცნობოს მშობელს, ხოლო გაცდენის სისტემატური ხასიათის მიღების შემთხვევაში, სკოლის დირექტორს ან დირექტორის მოადგილეს.
3.3. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას უსაფრთხოების წესები;
3.4. აანაზღაუროს მის მიერ სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალი;
3.5. უზრუნველყოს მოსწავლეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანი მიწოდება;
3.6. აწარმოოს ჟურნალი გაწეული მუშაობის ასახვისა და მოსწავლეთა რაოდენობის ზუსტი ჩვენების მიზნით;
3.7. მოემზადოს თითოეული გაკვეთილისათვის და ეფექტიანად განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურება;
3.8. დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობა მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან;
3.9. იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
3.10. დროულად აცნობოს მშობელს მისი შვილის სწავლა-აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის შესახებ;
4.  მასწავლებელი უფლებამოსილია:
4.1. მონაწილეობა მიიღოს მასთან დაკავშირებულ საკითხზე გამართულ ადმინისტრაციულ წარმოებაში პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით და თავისი უფლებების დასაცავად გაასაჩივროს სკოლის გადაწყვეტილებები და ქმედებები.
4.2.  ისარგებლოს სკოლის უძრავ-მოძრავი ქონებით საკუთარი მოვალეობის შესასრულებლად სკოლის მიერ განსაზღვრული ფორმით;


 მუხლი 4. სამუშაო ადგილი, სამუშაო დრო და დასვენების დრო
4.1.            მასწავლებლის სამუშაო ადგილია: სსიპ დიოკნისის საჯარო სკოლა    (მის: სოფელი დიოკნისი).
4.2.            მასწავლებლის სამუშაო დრო განისაზღვრება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  9 საათიდან 15 საათამდე.


მუხლი 5.  მხარეთა პასუხისმგებლობის  წესი

5.1. ხელშეკრულების მხარეები პასუხისმგებელნი არიან ერთმანეთის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებაზე და შეუსრულებლობით წარმოშობილ ზიანზე.
5.2 მხარეთა პასუხისმგებლობის სახეები და ოდენობა განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით, მოქმედი კანონმდებლობით.


მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და  ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობის შეწყვეტა

6.1.   წინამდებარე ხელშეკრულება  ძალაში შედის ხელმოწერისთანავე  და მოქმედებს 2018-2019 სასწავლო წლის I სემესტრის დასრულებამდე.
6.2.   წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
6.3.   წინამდებარე ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით.
6.4.   ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6.5.   თუ მათემატიკის  წრის მასწავლებლის მიზეზით დარღვეული იქნა ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი ან მის მიერ ჩატარებული მეცადინეობები აღმოჩნდა უხარისხო, სკოლას უფლება აქვს ცალმხრივად, ვალდებულებების დარღვევის გამო შეწყვიტოს  ხელშეკრულება.

მუხლი 7. სხვა პირობები

            7.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის N84/ნ ბრძანებით განსაზღვრულ არდადეგების პერიოდში წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები თავისუფლდებიან ნაკისრი ვალდებულებებისგან, არდადეგების დღეების ხანგრძლივობის  პროპორციულად.
7.2. წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ.
7.3. სადაო საკითხებს მხარეები გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლოს მეშვეობით.
7.4. სკოლასა და მასწავლებელს შორის არსებული ურთიერთობა, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ ხელშეკრულებით, რეგულირდება  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.5. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ორ თანაბარი იურიდიული ძალის მქონე  ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სკოლაში ერთი კი  მასწავლებელთან.



მუხლი 8. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები

სკოლა
მასწავლებელი
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის            საჯარო სკოლა

საიდენტიფიკაციო კოდი:

ტელ:577135048

მის:სოფ.დიოკნისი

დირექტორი     რევაზ ძირკვაძე   


______________________________________
(ხელმოწერა)

ლიანა შანთაძე

პირადი №_______


მისამართი: სოფ.დიოკნისი

ტელ.: 577973702


ლიანა შანთაძე

 (ხელმოწერა)

                                                                        






ანაცხადი  საწრეო მუშაობის შესახებ
სსიპ ხულოს მუნიციპალიტეტის 
სოფელ დიოკნისის საჯარო  სკოლის  დირექტორს
ბატონ რევაზ    ძირკვაძეს
ამავე სკოლის დაწყებითის  პედაგოგის
ლიანა შანთაძის

განცხადება

2018-2019 სასწავლო  წლის დასაწყისიდან დიოკნისის საჯარო  სკოლაში შეიქმნა  მათემატიკის  წრე სახელწოდებით  ,,ნორჩი მატემატიკოსი“. 
წრის მუშაობის  მიზანია  მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და ანალიზის, ასევე არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობის, სხვისი აზრის გაზიარების და პატივისცემის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
მოსწავლეებს გაუღვივდებათ მათემატიკის საგნისადმი სიყვარული, არაფორმალური განათლება ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბებას. მოსწავლეები მათემატიკაში მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ სხვა საგნის სწავლებისას.
გთხოვთ  დამრთოთ  ნება განვახორციელო  აღნიშნული  საქმიანობა.



განმცხადებელი:  ლიანა შანთაძე

თარიღი:  4. 10. 2018წ.


  

              სემესტრის(1-ლი) განმავლობაში საწრეო მუშაობის რეფლექსი

2018-201 სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში დიოკნისის  საჯარო სკოლაში მუშაობდა მათემატიკის წრე  დაწყებით კლასებში. წრეში გაერთიანებული იყო 3–4 კლასის მოსწავლეები.მეცადინეობა ტარდებოდა ორ კვირაში ერთხელ ,მეცადინეობის ხანგრძლივობა 1 საათი.მეცადინეობის განრიგი და თემები გაწერილი იყო განსაზღვრულ დროში.
წრის შექმნის მიზანი იყო მოსწავლეებში მათემატიკური აზროვნების განვითარება, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების და ანალიზის, ასევე არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობის, სხვისი აზრის გაზიარების და პატივისცემის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება.
 მოსწავლეები კითხულობდნენ და ასახელებდნენ რიცხვის ჩანაწერში თანრიგებში მდგომი ციფრების შესაბამის მნიშვნელობებს, წარმოადგინეს რიცხვს სათანრიგო შესაკრებთა ჯამის სახით; შეადარეს და დაალაგეს რიცხვები ზრდის ან კლების მიხედვით; დაამრგვალეს, დაასახელეს წინა/მომდევნო რიცხვს ნებისმიერი ოთხნიშნა ან ხუთნიშნა რიცხვისათვის; შეასრულეს მოქმედებები 4/5-ნიშნა რიცხვებში სხვადასხვა ხერხით; ამოიცნეს და დაასახელეს მთელის ნახევარ/მესამედ/მეოთხედ ნაწილებს სხვადასხვა მოდელზე; დააკავშირეს და გამოსახეს სიდიდეები სხვადასხვა ერთეულებში; ამარტივებს და ხსნის რიცხვით გამოსახულებებს; პოულობს შეკრების, გამოკლების გამრავლებისა და გაყოფის შემცველი ტოლობის უცნობი კომპონენტის მნიშვნელობა; ამოცანის ამოხსნისას განასხვავეს საჭირო და ზედმეტ მონაცემები; შეადარეს და დააჯგუფეს სივრცული ფიგურები გეომეტრიული ატრიბუტების მიხედვით;
აღსანიშნავია ,რომ წრე შეიქმნა მოსწავლეთა ინტერესებსა და მიდრეკილებების გათვალისწინებებით,ამავე დროს ის ემსახურებოდა იმ უნარ-ჩვევების განვითარებას და გაუმჯობესებას,რაც სასწავლო პროცესში ხელს შეუწყობს მათ ცოდნის გაღრმავებაში,თვალსაწიერის გაფართოვებაში.ისინი ენთუზიაზმით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს.მათ ჰქონდათ სისრულისა და საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე თვითრწმენის განცდა .
ჩემთვის, როგორც პედაგოგისათვის .სტიმულის მომცემი იყო მოსწავლეებთან მუშაობა,დიდი პასუხისმგებლობით და მონდომებით ვეკიდებოდი ამ საქმეს,ვმუშაობდი მოსწავლეებთან ერთად და მათაც ვაძლევდი მოტივაციას შექებითა და დადებითი შეფასებით,რათა მეტი ენთუზიზმით ჩართულიყვნენ საწრეო მუშაობაში.
იყო ხარვეზებიც ,ყველა მოსწავლე თანაბარი პასუხისმგებლობით არ ეკიდებოდა მიცემულ დავალებებს ,ან ასრულებდნენ უხარისხოდ.
საწრეო მუშაობამ ხელი შუწყო საგნის უფრო ღრმად შესწავლას, განუვითარდათ შემოქმედებითი უნარ-ჩვევები,მათ განსაკუთრებით  მოსწანდათ ფანტაზიის გაკვეთილები. .მათთვის უფრო საინტერესო და მიმზიდველი გახდა საგანი და გაუღრმავდათ საკუთარი თავის რწმენა,როცა კარგად შესრულებულ ნამუშევარს წარადგენდნენ აუდიტორიის წინაშე,ხდებოდნენ  უფრო თავდაჯერებულნი და მობილიზებულები.მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი და მზაობა მეორე სემესტრშიც  გაგრძელდეს საწრეო მუშაობა და  ისინი ხალისით ჩაერთვებიან ამ პროცესში.














Комментариев нет:

Отправить комментарий