ქართული ენის წრე –ვისწავლოთ ხალისით



ქართული ენის წრე 



სკოლის სახელწოდება
დიოკნისის საჯარო სკოლა.
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სამიზნე ჯგუფი
II-III-IV-კლასები
კურსის ხანგრძლივობა
1-სემესტრი
გაკვეთილების ხანგრძლივობა
45-წთ.
გაკვეთილების სავარაუდო ვადები
სექტემბერი–დეკემბერი
პრაქტიკაში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა
12-მოსწავლე
მ ი ზ ა ნი
წრის მუშაობის მიზანია ქართულ ენასა და ლიტერატურაში მოსწავლეებმა წაიკითხონ ლიტერატურული ტექსტები ,გააანალიზონ თუ როგორ უნდა გამოიყენონ შესწავლილი თემები პრაქტიკაში და ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში.  ლიტერატურული ტექსტის შესწავლით მოსწავლეებს შევაყვარებ  და წიგნის კითხვის  ინტერესს გავუღვივებ, ასევე წაიკითხავენ და ისაუბრებენ ისტორიულ ნაწარმოებებზე, ლეგენდებზე, მითებზე, შევეცდები კომპიუტერით ვაჩვენო ისტორიული ფილმი ,,მამლუქი“ ასეთი მუშაობა მოსწავლეებს ხელს შეუწყობს სხვადასხვა სახის უნარ-ჩვევის განვითარებაში. მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებთან, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობით უნარების განვითარებას, ასევე იმუშავებენ სააზროვნო უნარების ტესტურ სავარჯიშოებზე, რომელიც განუვითარებს ტექსტის კითხვის, აღქმის, გააზრების უნარს. იმუშავებენ კროსვორდების შევსებაზე და გააკეთებენ პრეზენტაციებს.
მოსალოდნელი შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ ტექსტის კითხვას, წერას, გაგება-გააზრებას, გადმოცემას ,დაინტერესდებიან კროსვორდის, ანდაზების, გამოცანების და სხვა სახალისო დავალებების შესრულებით. შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს, დააკავშირებენ სხვადასხვა სახის თემებს ერთმანეთთან. შეძლებენ ტესტური სავარჯიშოების შესრულებას, შეეცდებიან შესწავლილი თემების პრაქტიკაში გამოყენებას.
მეთოდოლოგია
თამაშით სწავლება, კითხვა- პასუხი, ჯგუფური, ინდივიდუალური.
კურსის მოკლე დახასიათება
კურსის ფორმებში მოსწავლეები, უფრო ღრმად შეისწავლიან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვას, მოსმენას, გაგება-გააზრებას და მათი შინაარსის გადმოცემას. ისინი შეძლებენ თამაშ-თამაშით კროსვორდების გამოცნობას, დაშლილი ტექსტის გამთლიანებას.
აქტივობების საათობრივი გაწერა
I-გაკვეთილი.

ტესტირება.

II -გაკვეთილი

ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა, გაანალიზება. “სულხან -საბა ორბელიანის სიბრძნე-სიცრუისა“.

III გაკვეთილი

კროსვორდების შედგენა (ჯგუფებში შეჯიბრის სახით).

IV-_გაკვეთილი

ტესტირება

V-გაკვეთილი

ჯგუფური მუშაობა დაშლილი ტექსტის აწყობა-გამთლიანება. პრეზენტაციის გაკეთება ჯგუფის წევრებისგან.

VI_ გაკვეთილი

ჯგუფური მუშაობა (შეჯიბრის სახით)ვინ მეტი გამოცანა ან ანდაზა იცის. უცნობი ტექსტის წაკითხვა წასაკითხად ეძლევათ 3-წთ.




VII-გაკვეთილი

ინდივიდუალური მუშაობა წერითი დავალება, თითოეულ მოსწავლეს ეძლევა საშუალება ამ დავალებებიდან აირჩიონ ერთ-ერთი თემის სათაური და დაწერონ პატარა მოთხრობა: 1. მე და ჩემი ამხანაგები. 2. ჩემი საკლასო ოთახი. 3. ერთი მნიშვნელოვანი დღე ჩემს კლასელებთან ერთად.

VIII - გაკვეთილი

ტესტირება

IX- გაკვეთილი

 ხალხური ზღაპრების წაკითხვა დაკვირვება.

X - გაკვეთილი

დახატონ წაკითხული ზღაპრებიდან თავისი საყვარელი პერსონაჟი და დაახასიათონ. ინდივიდუალურად.

XI - გაკვეთილი

ქართული მხატვრული ფილმის ჩვენება

XII - გაკვეთილი


ჩამოაყალიბონ წელიწადის რომელი დროა ახლა და რა მოვლენები ახასიათებთ
რიცხვითი სახელი, არსებითი სახელი.
ტესტირება

წრის მუშაობის შეჯამება.
რესურსი
თვალსაჩინოება, დაფა, ცარცი, კომპიუტერი, სავარჯიშო ტესტები, ფერადი ფანქრები, თაბახი.
ლიტერატურა
·         ისტორიული ლეგენდები
·         ტესტური სავარჯიშოები
·         საბავშვო საკითხავი ლიტერატურა
·         სააზროვნო და სახალისო ტექსტები
·         ანდაზები, აფორიზმები, კროსვორდები, გამოცანები.
შეხვედრის განრიგი
20.09.201, 26.09.2019.  1.10.2019. 8.10.2019. 16.10.2019.  26.10.2019. 2.11.2019.  9.11.2019. 18.11.2019. 28.11.2019.  2.12.2019.  10.12.2019. 18.12.2019.  26.12.2019.  
მოსწავლეთა სია
სალომე ქონიაძე
ნინი კახაძე
დათა ძირკვაძე
ნინი ძირკვაძე
ანუკი ძირკვაძე
საბა ძირკვაძე
ლუკა ძირკვაძე
რეზი ძირკვაძე
დარინა საგინაძე
ელენე ძირკვაძე
ლიკა საგინაძე
ანა ძირკვაძე




Комментариев нет:

Отправить комментарий